სამართალი
2026-05-14 | 15:38
ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
„რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარს, ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
თავად პეტრიაშვილის შეფასებით, შსს „კომიკურ ბრალდებას - ტროტუარზე დგომას“ ედავება. საქმე ეხება 17 დეკემბრის საპროტესტო აქციას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება 2-იდან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
2026-06-23 | 06:56
უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს2026-06-23 | 06:52
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს