საზოგადოება
    2026-05-16 | 08:57

    დღის კალენდარი - 16 მაისი

    დღის კალენდარი - 16 მაისი

    წლის 136-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 229 დღე.

    საეკლესიო კალენდარი:

    მამაჲ კათალიკოსისა (744); ღირსთა: მიქაელ და არსენ ქართველთა, ულუმბელთა (IX)*; მოწამეთა ტიმოთესი და მავრასი (286); ღირსისა პეტრე სასწაულთმოქმედისა, არგოსელ ეპისკოპოსისა (X); ღირსისა თეოდოსი კიევო-პეჩორელი იღუმენისა (1074).

    დაიბადნენ:

    1768 _ იოანე ბატონიშვილი, საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი, ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი. გარდაიცვალა 1830 წელს.

    1801 — უილიამ სიუარდი, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, აშშ სახელმწიფო მდივანი 1861-1869 წლებში. მისი ინიციატივით ამერიკამ რუსეთისგან 7 მლნ დოლარად იყიდა ალასკა.

    1821 — პაფნუტი ჩებიშევი, რუსი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1887 წელს.

    1866 — ბაჩანა (ნიკოლოზ რაზიკაშვილი). პოეტი, ვაჟა-ფშაველას ძმა. გარდაიცვალა 1928 წელს.

    1876 — იაკობ ნიკოლაძე, გამოჩენილი მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. გარდაიცვალა 1951 წელს.

    1887 — იგორ სევერიანინი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1941 წელს.

    1914 — ვახტანგ ტაბლიაშვილი, თეატრისა და კინოს რეჟისორი. გარდაიცვალა 2002 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1703 — შარლ პერო, ფრანგი მწერალი-მეზღაპრე.

    1830 — ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე, ფრანგი მათემატიკოსი.

    1947 — ფრედერიკ ჰოპკინსი, ინგლისელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1984 — ირვინგ შოუ, ამერიკელი მწერალი.

    1997 — ჯუზეპე დე სანტისი, იტალიელი კინორეჟისორი.

    მოვლენები:

    1703 წელი — დაარსდა სანქტ-პეტერბურგი.

    1815 წელი — ვარშავის საჰერცოგო რუსეთს პოლონეთის სამეფოს სახელით შეუერთდა.

    1920 წელი — ჟანა დ’არკი ვატიკანმა წმინდანად შერაცხა.

    1975 წელი — ევერესტი დაიპყრო პირველმა ქალმა — იაპონელმა იუნკო ტაბენმა.

    1992 წელი — ბერლინში გაიმართა გერმანელ-ამერიკელი კინოვარსკვლავის მარლენ დიტრიხის დაკრძალვის ცერემონია.