საზოგადოება
    2026-05-20 | 06:12

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ZEG Storytelling Festival-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ZEG Storytelling Festival-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

    21 მაისს, 12:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Storytelling Festival-თან დაკავშირებით, სადაც ორგანიზატორები და მხარდამჭერები პროგრამის დეტალებისა და მომხსენებლების შესახებ ისაუბრებენ.

    ZEG Storytelling Festival - ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც 2019 წელს დაარსდა და წელს მეექვსედ ტარდება.

    ZEG ფესტივალი 19-21 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, საგანმანათლებლო ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 100-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

    ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, The European Union, OHCHR, Embassy of the Kingdom of the Netherlands to Georgia, Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, betsson.sport, Adjara Group, Honore, BPN, TKT.GE.

    ბილეთები: https://www.zegfest.com/tickets

    *თიბისი კონცეპტის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

    მეტი ინფორმაცია აქ: https://www.zegfest.com

    სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up

    მოგვძებნეთ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok

    მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.