დღის კალენდარი - 21 მაისი
წლის 141-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 224 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვედილთა (XVII-XVIII)*; მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117); ღირსისა არსენი დიდისა (449-450).
დაიბადნენ:
ჩვ.წ. აღ-მდე 427 (სავარაუდო თარიღი) _ პლატონი, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-მდე 347 წელს.
1471 — ალბრეხტ დიურერი, გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1528 წელს.
1855 — ემილ ვერჰარნი, ბელგიელი პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1916 წელს.
1874 — შალვა დადიანი, მწერალი. გარდაიცვალა 1959 წელს.
1860 — ვილემ ეინდჰოვენი, ჰოლანდიელი ფიზიოლოგი, ელექტროკარდიოგრაფიის გამომგონებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1942 წელს.
1906 — ვილი ფერერო, ცნობილი იტალიერი დირიჟორი. გარდაიცვალა 1954 წელს.
1921 — ანდრეი სახაროვი, რუსი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. გარდაიცვალა 1989 წელს.
1935 — თეიმურაზ მაღლაფერიძე, მწერალი, მეცნიერი. გარდაიცვალა 1994 წელს.
1937 _ სოფიკო ჭიაურელი, კინოსა და თეატრის მსახიობი. გარდაიცვალა 2008 წელს.
გარდაიცვალნენ:
1639 — ტომაზო კამპანელა, იტალიელი მეცნიერი და მწერალი.
1944 _ ზურაბ ავალიშვილი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, იურისტი, დიპლომატი.
1991 — რაჯივ განდი, ინდოელი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი.
მოვლენები:
1769 _ გაფორმდა სამხედრო შეთანხმება ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის.
1840 — ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.
1851 — ავსტრალიაში პირველად აღმოაჩინეს ოქრო.
1892 — მილანში გაიმართა რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერა.
1904 — დაარსდა ფიფა — ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია.
1968 — დაიღუპა ამერიკული წყალქვეშა ატომური ხომალდი „სკორპიონი~, 99 მეზღვაურით.
2013 - პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.
ღირსსახსოვარი დღეები:
კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე
კოსმოსის საერთაშორისო დღე
კაიმანის კუნძულები — კუნძულების აღმოჩენის დღე
ჩაის საერთაშორისო დღე