19-21 ივნისს ZEG Storytelling Festival გაიმართება
დღეს მსოფლიო ერთდროულად რამდენიმე ფრონტის ხაზზეა. ომები მიმდინარეობს, როგორც ბრძოლის, ისე საინფორმაციო ველზე. დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის წინაშეა, სიმართლე კი დაუსრულებელი თავდასხმის ობიექტი. ამ ხმაურში ხშირად სწორედ ის ისტორიები რჩება ჩრდილში, რომლებიც რეალობის აღქმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სწორედ ამისთვის არსებობს ZEG Storytelling Festival, რომელიც წელს 19-21 ივნისს, უკვე მეექვსედ ბრუნდება და აერთიანებს ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან და კონტინენტიდან.
ZEG, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სივრცეს დაუთმობს, როგორც კომპლექსური თემების განხილვას, ისე საინსპირაციო აქტივობებს და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოპებს, ფილმების ჩვენებებს, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო და მიმზიდველ ფორმატებს. ფესტივალი შექმნილია მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ამბებს სამყაროს შეცვლა შეუძლია.იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მონაწილეთა სია, რომ ZEG-ზე შთაგონებას ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის.
100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან:
ვიეტ თან ნგუენი – პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizer ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე. დევიდ ბელტი – მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. კარენ ჰაო – ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინაკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ზელდა პერკინსი – ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა. კუმი ნაიდუ – სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს. მაიკლ ბარენბოიმი – მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი. ლეოპოლდო ლოპესი – ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი,
რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე.
წელს ფესტივალს უბრუნდებიან წინა წლის მომხსენებლებიც:
ბაო ნგუენი – ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას. ჯული პოსეტი – დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს. რეიჩელ კორპი – ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე. ჯეიკ ფრიდმანი – კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს. ჯონ ლი ანდერსონი – The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი. ელაიზა ანიანგვე – კამერუნელი ემის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.
სპიკერების სრული სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ფესტივალის დასახელება ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომაც ZEG-ის გარშემო ვაერთიანებთ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს.
ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, The European Union, OHCHR, Embassy of the Kingdom of the Netherlands to Georgia, Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, betsson.sport, Adjara Group, Honore, ALTA, BPN, TKT.GE.
ბილეთები: https://www.zegfest.com/tickets
*თიბისი კონცეპტის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
მეტი ინფორმაცია აქ: https://www.zegfest.com
სიახლეებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up
მოგვძებნეთ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok.