საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი - მარია ზახაროვა
ევროკავშირის წარმომადგენლების უხეში მცდელობების მიუხედავად, დაეკისრებინათ თბილისისთვის მოსკოვთან დაპირისპირების კურსი, დაეწესებინათ ანტირუსული სანქციები, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, -ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
„[...] რაც შეეხება საქართველოს. მიუხედავად ცნობილი უთანხმოებებისა, ვცდილობთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობების აგებას პრაგმატიზმისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით. იმ მდიდარი, პოზიტიური, შესანიშნავი და ღირსშესანიშნავი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც წარსულში გვქონდა.
ევროკავშირის წარმომადგენლების უხეში მცდელობების მიუხედავად, დაეკისრებინათ თბილისისთვის მოსკოვთან დაპირისპირების კურსი, დაეწესებინათ ანტირუსული სანქციები და, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესები დასავლეთის პოლიტიკური სიგიჟისთვის შეეწირათ, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზრად და ამავე დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის – ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის – წამყვან მომწოდებლად.
ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენი ხალხების შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისთვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები, ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებს. [...]“- თქვა მარია ზახაროვამ.