ანონსი - 31 მაისი
10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს.
13:00 საათზე, ,,ძლიერი საქართველო - ლელო“ წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ხედვას, 9 ფუნდამენტური მიმართულებით, რის შემდეგაც ლიდერებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართება სადისკუსიო პანელი „პოლიციისა და შსს-ს და სისტემურ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე“.
მისამართი: თბილისი. სოლიკო ვირსალაძის #3. სასტუმრო ,,სვისოტელ თბილისი“
15:00 საათზე, ფილარმონიასთან ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა ცხოველთა დამცველთა ორგანიზებით, სახელისუფლო ორგანოების მიერ, მიუსაფარი ძაღლების მასობრივი გატაცება-განადგურების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 593941942