დღის კალენდარი - 2 ივნისი
წლის 153-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 212 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.
კრება მანგლისის ჯვარისა. ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი, წმიდა მოციქულთა სწორ ნინოს მშობელთა (IV)*; მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა, ეგეელთა (284); მოწამისა ასკალონისა (287); მოსკოველი მიტროპოლიტისა ალექსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა, 1431).
დაიბადნენ:
1729 — პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტი, რუსეთის მომავალი იმპერატრიცა ეკატერინე II. გარდაიცვალა 1796 წელს.
1771 — ნოვალისი, გერმანელი მწერალ-რომანტიკოსი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1801 წელს.
1854 — თედო ჟორდანია, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1916 წელს.
1859 — ჯერომ კლაპკა ჯერომი, ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი. გარდაიცვალა 1927 წელს.
1900 — თამარ იშხნელი, საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი. გარდაიცვალა 1994 წელს.
1904 — სალვადორ დალი, ცნობილი მხატვარი. გარდაიცვალა 1989 წელს.
გარდაიცვალნენ:
1519 — ლეონარდო და ვინჩი, აღორძინების ხანის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და მეცნიერი.
1900 — ივან აივაზოვსკი, რუსი ფერმწერი.
მოვლენები:
1509 წელი — ესპანელებმა დააარსეს სან-ხუანი, პუერტო რიკო.
1968 წელი — პარიზში სტუდენტთა მღელვარება დაიწყო.
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები:
აზერბაიჯანი - სამოქალაქო ავიაციის დღე.
იტალია - რესპუბლიკის დღე.
ბულგარეთი - ხრისტო ბოტევის დღე (ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების დღე).