საზოგადოება
    2026-06-03 | 06:43

    დღის კალენდარი _ 3 ივნისი

    დღის კალენდარი _ 3 ივნისი

    წლის 154-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 211 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მცხეთის ჯვრის დღესასწაული. მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327); კრება ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა.

    დაიბადნენ:

    1469 _ ნიკოლო მაკიაველი, იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი. გარდაიცვალა 1527 წელს.

    1707 _ ჰენრი ფილდინგი, ინგლისელი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1754 წელს.

    1856 _ ვასილ ბარნოვი, (ბარნაველი), მწერალი, ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1934 წელს.

    1857 _ ჟაკ ჟან მარი დე მორგანი, ფრანგი არქეოლოგი, აღმოაჩინა ჰამურაბის კოდექსიანი სტელა. გარდაიცვალა 1924 წელს.

    1936 – რევაზ სირაძე, აკადემიკოსი, ფილოლოგი. გარდაიცვალა 2012 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    2000 — მამუკა კიკალეიშვილი, რეჟისორი, მსახიობი.

    მოვლენები:

    1803 — შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთისგან ლუიზიანა იყიდა.

    1815 — შეიქმნა პოლონეთის სამეფო, რომელიც რუსეთის სამფლობელოში შევიდა.

    1841 — ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.

    1906 — სინას ნახევარკუნძული ეგვიპტის ტერიტორია გახდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა უარი თქვა თავის პრეტენზიებზე მის მიმართ.

    1958 — ამერიკის პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა წამოაყენა წინადადება ანტარქტიდის დემილიტარიზაციის შესახებ, რომელიც შემდეგში დაინტერესებულმა ქვეყნებმაც გაიზიარეს.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ავსტრალია -  მაბოს დღე

    ნამიბია - ნამიბიის შეიარაღებული ძალების დღე

    აშშ, ტენესი -  კონფედერატების ხსოვნის დღე

    უგანდა - წამებულების დღე

    მონტენეგრო - დამოუკიდებლობის დღე