ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც სასჯელს იხდის... მას საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ - შალვა პაპუაშვილი
ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც სასჯელს იხდის. უმჯობესია, ეს დრო გამოიყენოს რესოციალიზაციისთვის, რომ თავისი დანაშაულებრივი ზრახვები გადაიაზროს და საზოგადოებას სასჯელის მოხდის შემდეგ დაუბრუნდეს გამოსწორებულ ადამიანად და არა – დამნაშავედ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არ მგონია, სისხლის სამართლის დამნაშავეების მცდელობებს, რომ აქტუალური იყვნენ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასეთ დანაშაულს როცა ეხება საქმე, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს იგნორირება იმ წამოძახებებზე, რაც მას, სააკაშვილს და სხვა დამნაშავეებს აქვთ. რომ არა სოცმედიასაშუალებები, პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებული იქნებოდნენ იმით, რა დააშავეს ქვეყნის წინაშე. მას საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 2 ივნისს ციხიდან წერილი გამოაქვეყნა.