დღის კალენდარი - 4 ივნისი
წლის 155-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 210 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამისა ვასილისკოსი, აფხაზეთის კომანში წამებულისა (დაახლ. 303); მოწამისა იოანე ვლადიმერისა, სერბეთის მთავრისა (1015); ხსენება მეორე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (381).
დაიბადნენ:
1772 — ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზი, ცნობილი ენციკლოპედური გამომცემლობის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.
1782 – თეიმურაზ ბატონიშვილი, მწერალი, მეცნიერი, გიორგი XII-ს ძე. გარდაიცვალა 1846 წელს.
1881 — ალექსანდრ კერენსკი, რუსეთის თებერვლის რევოლუციის მოღვაწე, დროებითი მთავრობის მეთაური. გარდაიცვალა 1970 წელს.
1916 — რობერტ სტურუა, მხატვარი-მონუმენტალისტი. გარდაიცვალა 1982 წელს.
1923 — ედმონდ კალანდაძე, მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1926 — კონსტანტინე წერეთელი, ქართველი ენათმეცნიერი, სემიტოლოგი. გარდაიცვალა 2004 წელს.
1929 — ოდრი ჰეპბერნი, ანგლო-ჰოლანდიური წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი. გარდაიცვალა 1993 წელს.
1975 - ანჯელინა ჯოლი, ამერიკელი მსახიობი.
გარდაიცვალნენ:
1797 _ აღა-მაჰმად-ხანი, ირანის შაჰი (1796-1797), ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი.
1938 — კარლ ოსეცკი, გერმანელი ჟურნალისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1955 — ჯორჯე ენესკუ, რუმინელი კომპოზიტორი.
მოვლენები:
1854 წელი _ გაიმართა ჩოლოქის ბრძოლა, ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ოსმალთა ჯარი.
1918 წელი _ დაიდო ბათუმის ხელშეკრულება საქართველოსა და ოსმალეთს შორის. ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები.
1924 წელი — პარიზში გაიხსნა VIII ოლიმპიური თამაშები.
1961 წელი — ამერიკელებმა მ. როსმა და ვ. პრატერმა დაამყარეს სიმაღლის რეკორდი აეროსტატებისთვის — 34 668 მეტრი.
1967 წელი — გაუშვეს ამერიკული ავტომატური პლანეტშორისი სადგური „ლუნა ორბიტერ-4“.
1979 წელი — მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
1989 წელი — გაუშვეს ამერიკული კოსმოსური ხომალდი „სპეის შატლ-30 ატლანტის-4“.
ღირსსახსოვარი დღეები:
გაერო - აგრესიის მსხვერპილი უმანკო ბავშვების დღეა
აშშ - ოჯახის დღე
ტონგა – მემკვიდრე პრინცის დღე
ზამბია – შრომის დღე
ჩინეთი – ახალგაზრდობის დღე
ნიდერლანდები – მიცვალებულთა მოხსენიების დღე
იაპონია – ეროვნული დღესასწაული