პოლიტიკა
    2026-06-04 | 12:34

    ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს - არჩილ გორდულაძე

    ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს - არჩილ გორდულაძე

    ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

    „ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს: პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ზუსტად ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ფიზიკურად ვერ შეიცვლება და იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ზემოდან ყურებით და ამავდროულად გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველოსა და აშშ-ში წლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება და ამავდროულად სიტყვით გაცხადებული, გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გადაითარგმნება ქმედით, ხელშესახებ ქმედებებში. ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან“, - აღნიშნა გორდულაძემ.

    ცნობისთვის, კონგრესში გამართული მოსმენისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუმბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ი საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.

    მსგავსი სტატიები