საზოგადოება
    2026-06-05 | 05:49

    დღის კალენდარი _ 5 ივნისი

    დღის კალენდარი _ 5 ივნისი

    წლის 156-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 209 დღე.

    საეკლესიო კალენდარი:

    ღირსისა დამიანესი, მეფე-ყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157); წმიდისა იოანე I-ისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთისა და სრულიად ივერიისა (IV); მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV ); ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სვინადელ ეპისკოპოსისა (821): ღირსისა მოწამისა მიქაელ საბაწმიდელისა (685-705). 

    დაიბადნენ:

    1555 _ როდრიგეს დე სილვა ველასკესი, ესპანელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1660 წელს.

    1846 — ჰენრიკ სენკევიჩი, პოლონელი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი. გარდაიცვალა 1916 წელს.

    1858 — პიერ ადოლფო ტირინდელი, იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1937 წელს.

    1877 — გეორგ სედოვი, რუსი პოლარეთის მკვლევარი. შეეცადა, ძაღლების მარხილით ჩრდილოეთ პოლუსამდე მიეღწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.

    1882 — დუგლას მოუსონი, ანტარქტიდის ავსტრალიელი მკვლევარი.

    1899 — ვლადიმირ ნაბოკოვი, რუსი მწერალი.

    1933 - თენგიზ ჩანტლაძე, ქართველი მსახიობი. გარდაიცვალა 1988 წელს

    1934 — მარია ბიეშუ, მოლდოველი მომღერალი, სსრკ სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატი.

    1935 _ კახი კავსაძე, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. გარდაიცვალა 2021 წელს.

    1943 — რაფაელი, ესპანელი მომღერალი და მსახიობი.

    1958 - სოსო ჯაჭვლიანი, ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი. გარდაიცვალა 2024 წელს.

    1976 — სეიჯ სტალონე, ამერიკელი კინომსახიობი.

    გარდაიცვალნენ:

    1918 — ნიკო ფიროსმანაშვილი, ქართველი თვითნასწავლი მხატვარი. დაიბადა დაახლოებით 1862 წელს.

    1765 — ედუარდ იუნგი, ინგლისელი პოეტი, დაიბადა 1683 წელს.

    1813 — სტეპან დეგტიარევი, რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი. დაიბადა 1766 წელს.

    1821 — ნაპოლეონ ბონაპარტე. დაიბადა 1769 წელს.

    1852 — ჰაჯი-მურატი, კავკასიელ მთიელთა გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, შამილის ნაიბი. დაიბადა XVIII საუკუნის 90-იან წლებში.

    1902 — ფრენსის ბრეტ ჰარტი, ამერიკელი მწერალი.

    1942 — ნიკოლაი ოლეინიკოვი, „ხალხის მტრად“ მონათლული და შემდგომ რეაბილიტირებული რუსი მწერალი. დაიბადა 1898 წელს.

    1949 — მორის მეტერლინკი‚ ბელგიელი პოეტი და დრამატურგი. ცნობილი პიესის „ლურჯი ფრინველის“ ავტორი. დაიბადა 1862 წელს.

    1995 — მიხაილ ბოტვინიკი, ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი.

    2022 - თემურ ჩხეიძე, ქართველი რეჟისორი. დაიბადა 1943 წელს.

    მოვლენები:

    1525 — ჩაახშეს გლეხთა აჯანყება სამხრეთ გერმანიაში.

    1581 — ქალაქ ოსტროგაში გამოვიდა ივან ფიოდოროვის კალენდარი. თითოეული თვე იწყებოდა ამ თვისადმი მიძღვნილი ლექსით. მათი ავტორი იყო ბელორუსი პოეტი ანდრეი რიმშა.

    1751 — პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან რომბალმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც აუტოდაფეზე ნებართვა მხოლოდ ხელისუფლებას უნდა გაეცა.

    1816 — კარლ ოგუსტ სექსე-ვაიმარელმა პირველი გერმანული კონსტიტუცია შეადგინა.

    1842 — რუსი პოეტი მიხაილ ლერმონტოვი პიატიგორსკიდან ტარხანში, საგვარეულო (დედის მხრიდან) აკლდამაში გადაასვენეს.

    1821 — წმინდა ელენეს კუნძულზე გარდაიცვალა ნაპოლეონ ბონაპარტე.

    1891 — ნიუ-იორკში გაიხსნა ცნობილი საკონცერტო დარბაზი „კარნეგი-ჰოლი“. ორკესტრს რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი დირიჟორობდა.

    1912 — პეტერბურგში გამოვიდა ბოლშევიკურ გაზეთ „პრავდის“ პირველი ნომერი.

    1912 — სტოკჰოლმში (შვეცია) გაიხსნა ოლიმპიური თამაშები, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონია შემდგომში ტრადიციული გახდა.

    1919 — დაარსდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ლიგა.

    1945 — დანია და ნიდერლანდები გათავისუფლდნენ ფაშისტური ოკუპაციისგან.

    1945 — ლონდონში შეიქმნა ევროპის საბჭო — საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია.

    მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი:

    გაერო: გარემოს საერთაშორისო დღე.