მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან და დიდწილად ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება - სერგეი ლავროვი
საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება. ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 70% მოდის რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე. ამიტომ, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ყველაფერი ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ გავითვალისწინებთ, რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, ევროკომისიის ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ქმედების აღიარება და სხვა. მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორც უკვე აღვნიშნე, და, დიდწილად, ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა“, - აღნიშნა ლავროვმა.