პოლიტიკა
    2026-06-05 | 07:59

    ჩვენთვის მთავარია ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება - შალვა პაპუაშვილი

    ჩვენთვის მთავარია ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება - შალვა პაპუაშვილი

    მიმდინარე გადატვირთვის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ორ ტერმინს იყენებს – სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამ ორ პრინციპს უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია – სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    პაპუაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.

    „ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რათა საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ვფიქრობ, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მგონი, არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდან, რომ ის იყო ცარიელი და არაფრისმთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.

    ვფიქრობ, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

     

    მსგავსი სტატიები