დღის კალენდარი - 8 ივნისი
წლის 159-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 206 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოციქულთა 70-თაგანთა კარპესი და ალფესისა (I); მოწამისა გიორგი ახლისა (1515); მოწამისა ამბერკისა და ელენესი (I); ღირსისა იოანე აღმსარებელისა, ფსიხაიტისა (IX).
პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი.
70-თაგან წმიდა მოციქული კარპე იყო მოწაფე და თანამოსაგრე წმიდა პავლე მოციქულისა. წმიდა კარპე სათნო და ამაღლებული, წმიდა გონების კაცი იყო, რისთვისაც პავლე მოციქულმა იგი თრაკიის ქალაქ ბერიის ეპისკოპოსად დაადგინა.
წმიდა მოციქული კარპე მშვიდობით ჩაბარდა უფალს ქალაქ ბერიაში.
წმიდა მოციქული 70-თაგან ალფე წარმოშობით გალილეას ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. იგი იყო მამა წმიდა მოციქულ იაკობისა, რომელსაც ამის გამო ალფესი ეწოდა, და 70-თაგან წმიდა მოციქულის მათე მახარებლისა.
წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე საეკლესიო გადმოცემით მოციქულ ალფეს შვილები იყვნენ და და-ძმა წმიდა მოციქულის იაკობ ალფესი და მათე მახარებლისა. იესო ქრისტეს სარწმუნოების აღიარებისათვის წმიდა ამბერკი გააშიშვლეს და ფუტკართა სკებთან მიაკრეს ხეზე, სადაც ის აღესრულა კიდეც მოწამებრივად ფუტკართა ნაკბენებისაგან, ხოლო მისი და, წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს.
წმიდა მოწამე ალექსანდრე თავდაპირველად დავრიში იყო, ქალაქ სოლუნში. მაგრამ შემდეგში მან მიატოვა მაჰმადიანობა და ქრისტეს სჯულზე მოექცა. ჭეშმარიტი რწმენის აღიარებისათვის იგი თურქებმა შეიპყრეს და ქალაქ სმირნაში, 1794 წელს, თავი მოჰკვეთეს.
ღირსი მამა იოანე პსიქაელი, აღმსარებელი, ცხოვრობდა VIII საუკუნის გასულსა და IX საუკუნის დასაწყისში. სიჭაბუკის წლებშივე მან მიატოვა საერო ცხოვრება და მონაზვნობა მიიღო პსიქაის ლავრაში, კონსტანტინეპოლის მახლობლად. იმ ხანებში IX საუკუნეში ხატთმბრძოლთა მწვალებლობა მძვინვარებდა მთელს ქრისტიანულ სამყაროში. წმიდა ხატების თაყვანისმცემელთ ყველგან სასტიკად სდევნიდნენ და ყოველმხრივ ავიწროებდნენ. ღირსი იოანე აღმსარებელიც დასაკითხად მიიყვანეს, სადაც მას აიძულებდნენ წერილობითაც დაედასტურებინა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა ამაზე და თვით დამკითხველნი ამხილა უკეთურებაში, ხოლო ხატთმბრძოლ იმპერატორს ლევ ასავრს მწვალებელი უწოდა. ამისთვის იგი ექსორიაჰყვეს.
დაიბადნენ:
1625 — ჯოვანი დომენიკო კასინი, იტალიელი ასტრონომი, აღმოაჩინა სატურნის თანამგზავრები: იაფეტი, რეა, ტეტისი და დიონი. გარდაიცვალა 1691 წელს.
1810 — რობერტ შუმანი, გერმანელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1879 წელს.
1837 — ივან კრამსკოი, რუსი მხატვარი-პორტრეტისტი. გარდაიცვალა 1887 წელს.
1869 — ფრენკ ლოიდ რაითი, ამერიკელი არქიტექტორი. გარდაიცვალა 1936 წელს.
1916 — ფრენსის ჰარი კომპტონი, ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1926 — ბადრი კობახიძე, ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1695 — კრისტიან ჰუიგენსი, დანიელი ფიზიკოსი და ასტრონომი.
1845 — ენდრიუ ჯექსონი, აშშ-ს მე-7 პრეზიდენტი.
1876 — ჟორჟ სანდი, ფრანგი მწერალი ქალი, სიყვარულის რომანების ავტორი.
მოვლენები:
1815 წელი — რუსეთმა პოლონეთის სამეფოს კონსტიტუცია უბოძა.
1824 წელი — ნოა კაშინგმა სარეცხი მანქანა დააპატენტა.
1869 წელი — აივზ მაკგაფნიმ მტვერსასრუტი დააპატენტა.
1841 წელი — ბრიტანულმა და ფრანგულმა ჯარებმა სირია დაიპყრეს.
1994 წელი – გამოვიდა საისტორიო ჟურნალ `არტანუჯის~ პირველი ნომერი.
ღირსსახსოვარი დღეები:
გაერო - ოკეანების საერთაშორისო დღე
რუსეთი _ სოციალური მუშაკის დღე
კარელია _ რესპუბლიკის დღე