მსოფლიო
    2026-06-08 | 08:00

    სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა

    სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა

    სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. 2005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

    ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49.81%-ი მიიღო.

    მეორე ადგილზე გავიდა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ით. მესამე ადგილზეა პარტიების ბლოკი „სომხეთი“ - 9.94%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“ - 4.00%-ით, მეხუთე ადგილზე გავიდა პარტია „ერთობის ფრთების“ პარტია 2.30%-ით.