პოლიტიკა
    2026-06-08 | 08:10

    ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

    ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

    „გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.