პოლიტიკა
    2026-06-09 | 13:20

    გამოძიებობანას თამაშობენ,  „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ - ლევან ხაბეიშვილი

    გამოძიებობანას თამაშობენ,  „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ - ლევან ხაბეიშვილი

    გამოძიებობანას, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ რუსთავის მე-12 საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამი, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლის მიერ მის დაკითხვას ეხმაურება.

    ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავრო ორგანიზატორად გდდ-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს და თბილისის პოლციიის უფროს, გოგა მემანიშვილს ასახელებს. 

    “გამოძიებობანას, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი. ორი წელი ეძინათ. ამ ორ წელშიც "ორი ლიფსიტა" დაიჭირეს და “ბობოლებს" ხელს აფარებენ. ხარება და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ, ვინც მწვანე აუნთო. მაშინ ეს მწვანე მათ მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში ასევე არიან მაშინდელი სუს-ის უფროის, ლილუაშვილი და შსს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა ვის აინტერესებს, უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!

    ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ოგრანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილ-კობახიძეები", - წერს წერილში ლევან ხაბეიშვილი. 

    ცნობისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულის სტატუსით გამოკითხა.

    გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

    აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

    მსგავსი სტატიები