სამყარო შეშლილია, საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია, მოქმედებს ძალის პრინციპი, არავინ დაგიდევთ პატარა ერების ინტერესებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად - შალვა პაპუაშვილი
ფაქტობრივად, სამყარო შეშლილია, საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია, მოქმედებს ძალის პრინციპი, არავინ დაგიდევთ პატარა ერების ინტერესებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და თავს აყენებინებ, როგორც იარაღს ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ, ფაქტობრივად, შეშლილია სამყარო, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია, მოქმედებს ძალის პრინციპი, არავინ არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერებისა, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. მიდგომა, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ოღონდ გარეთ ვინმემ გაუღიმოს, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს, მზად არიან, საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ოქ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება, ერთი მეორეს ინტერესებს კია რ ემსახურება, არამედ ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.