რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს - Financial Times
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times -ი ავრცელებს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ წარადგინა, ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
სანქციების ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის.
ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის.
გამოცემა წერს, რომ დასახელებულ ობიექტებს ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.
„ეს მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან; 11 კრიპტოპლატფორმას ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან; ასევე, 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, - განუცხადეს გამოცემას ოფიციალურმა პირებმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გუშინ წარადგინა.