კომენტარი
    2026-06-10 | 10:00

    „ნაცმოძრაობის“ ჩხუბი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის საინტერესო ამ ეტაპზე არ არის, მეტი დეტალი შეგიძლიათ ჰკითხოთ „ქართულ ოცნებას“, მათ ჩვენზე მეტი იციან - ვიკა ფილფანი

    „ნაცმოძრაობის“ ჩხუბი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის საინტერესო ამ ეტაპზე არ არის, მეტი დეტალი შეგიძლიათ ჰკითხოთ „ქართულ ოცნებას“, მათ ჩვენზე მეტი იციან - ვიკა ფილფანი

    „ნაცმოძრაობის“ ჩხუბი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის საინტერესო ამ ეტაპზე არ არის. მეტი დეტალი შეგიძლიათ ჰკითხოთ „ქართულ ოცნებას“, მათ ჩვენზე მეტი იციან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.

    „ნაცმოძრაობა“ ხან იჩხუბებს, ხან შერიგდება. მერე ისევ იჩხუბებს, მერე ისევ შერიგდება. ამ ხალხს, ყველას, ერთმანეთისთვის დაძახებული აქვს, რომ მოღალატეები და გაყიდულები არიან. ამაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ, „ქართულ ოცნებას“ ჰკითხოთ. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, 2018 წლის შემდეგ ნაცები არჩევნებში როგორ ეხმარებოდნენ. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. პირადად ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო, რა პროცესები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობასა“ და ალიანსში. შესაბამისად, რაიმე მოლოდინებზე არ ვისაუბრებ, რადგან არანაირი მოლოდინი არ შემიქმნია იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მაინტერესებს. პროცესი, რაშიც არიან შესული „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ და რა პროცესიც 2018 წლის შემდეგ მიმდინარეობს, ყველაზე მეტად სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აზიანებს. „ნაცმოძრაობის“ ჩხუბი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის საინტერესო ამ ეტაპზე არ არის. მეტი დეტალი შეგიძლიათ ჰკითხოთ „ქართულ ოცნებას“, მათ ჩვენზე მეტი იციან. ოპოზიცია ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის საინტერესო არ არის, რადგან ქვეყანა და ქართველი ხალხი დღეს გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მათ, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს და გაითვალისწინონ მათი ინტერესები. იმედია, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებას დაიწყებენ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

    მსგავსი სტატიები