საზოგადოება
    2026-06-12 | 06:11

    დღის კალენდარი - 12 ივნისი

    დღის კალენდარი - 12 ივნისი

    წლის 163-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 202 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ღირსისა ისააკ აღმსარებლისა, დალმატის მონასტრის იღუმენისა ( 383).

    ღირსი მამა ისაკი, დალმატელი აღმსარებელი, ბერად აღკვეცის შემდეგ უდაბნოში მოსაგრეობდა. იმპერატორ ვალენტეს მეფობის დროს, რომელიც თავგამოდებული მიმდევარი იყო არიოსის მწვალებლობისა, დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა; ყველგან ხურავდნენ ან ანგრევდნენ ტაძრებს. როცა ამის შესახებ წმიდა ისაკმა შეიტყო, დატოვა უდაბნო და კონსტანტინეპოლში  ჩავიდა.

    იმ ხანებში რომის იმპერატორის წინააღმდეგ საბრძოლველად ბარბაროსი გოთები წამოვიდნენ, რომლებიც მდინარე დუნაის სანაპიროზე ცხოვრობდნენ. მალე მათ თრაკია დაიპყრეს და კონსტანტინეპოლისკენ გაეშურნენ. როცა იმპერატორი ვალენტე კონსტანტინეპოლიდან გადიოდა ლაშქრითურთ ბარბაროსთა წინააღმდეგ საბრძოლველად, ღირსმა ისაკმა ხმამაღლა შესძახა ცხენზე ამხედრებულ ხელმწიფეს: „მეფეო, გაუღე ტაძართა კარი მართლმადიდებლებს და მაშინ უფალი შეგეწევა შენ“! მაგრამ იმპერატორმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია ბერის წინასწარმეტყველურ სიტყვებს. როდესაც წმიდანის წინასწარმეტყველება აღსრულდა, თავის საიმპერატორო ტახტზე ასვლისთანავე თეოდორე დიდმა სასახლეში მიიწვია ბერი და დიდი პატივითაც შეხვდა. ხელმწიფემ კონსტანტინეპოლიდან განდევნა  არიოსის მიმდევრები და მართლმადიდებელ ქრისტიანებს დაუბრუნა ტაძრები. კონსტანტინეპოლის გარეუბანში სამყოფელი აუგეს წმიდანს, სადაც შემდეგში წარმოიშვა ახალი სავანე, რომლის იღუმენიცა და სულიერი წინამძღვარიც ღირსი ისაკი იყო.

    წმიდანი გარდაიცვალა 383 წელს.

    დაიბადნენ:

    1897 _ ენტონი იდენი, ინგლისელი პოლიტიკოსი, კონსერვატორი, ომის წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, 1955-1957 წლებში პრემიერ-მინისტრი. გარდაიცვალა 1977 წელს.

    1899 _ ლეონიდ ლეონოვი, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი. გარდაიცვალა 1976 წელს.

    1915 _ დევიდ როკფელერი, ამერიკელი ბანკირი, მილიარდერი.

    1917 _ ალექსანდრე მაჰომეტოვი, პროფესორი, ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი.

    1924 _ ჯორჯ ბუში, აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი.

    1939 _ ირაკლი კვირიკაძე, ცნობილი კინორეჟისორი.

    გარდაიცვალნენ:

    1997 _ ბულატ ოკუჯავა, პოეტი.

    მოვლენები:

    1942 _ რუსეთ-ინგლისის და რუსეთ-ამერიკის კომუნიკე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.

    1990 _ რსფსრ სახალხო დეპუტატებმა სხდომაზე მიიღეს დეკლარაცია რუსეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. რუსეთში აღინიშნება როგორც დამოუკიდებლობის დღე.

    1991 _ რუსეთის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ბორის ელცინმა. მან დააგროვა ხმათა 57,3 პროცენტი.

    1991 _ რეფერენდუმის გადაწყვეტილებით ლენინგრადს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება — სანკტ-პეტერბურგი.

    2017 - ქართველმა სპორტსმენმა, თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

    ღირსსახსოვარი დღე:

    ფილიპინები — დამოუკიდებლობის დღე

    რუსეთი — რუსეთის დღე

    ფინეთი — ჰელსინკის დღე

    პარაგვაი _ მშვიდობის დღე

    ბრაზილია - შეყვარებულების დღე