საზოგადოება
    2026-06-12 | 06:17

    ანონსი - 12 ივნისი

    ანონსი - 12 ივნისი

    11.30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებზე კომენტარს გააკეთებს.

    მის: ვაჟა ფშაველას 45, „ფორმულას“ შენობა სართული - 3;

    საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644

    14:00 საათზე, „სფერო ინვესტის“ დაზარალებულები სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას სახელწოდებით - „დაგვიცავით თაღლითებისგან“ გამართავენ.

    მის: ინგოროყვას #7

    საკონტაქტო: აკო ლუკავა - 598997200

    15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

    15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „დებატები ევროპაზე“ გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენელი, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერები და ჟურნალისტები.

    თემა: „როგორ იზღუდება მედია და აკადემიური თავისუფლება“.

    მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B კორპუსი.

    საკონტაქტო: ნინუცა - 593244554