დღის კალენდარი - 15 ივნისი
წლის 166-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 199 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ნიკიფორე აღმსარებლისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (828).
მღვდელმთავარი ნიკიფორე აღმსარებელი მერვე საუკუნეში დაიბადა კონსტანტინეპოლში. მან კარგი განათლება მიიღო. ლევ მეოთხის მეფობისას წმიდა ნიკიფორემ იმპერატორის მრჩეველის თანამდებობა მიიღო. ლევ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე მეექვსის მეფობის ჟამს 787 წელს ნიკეაში ჩატარდა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც ხატმბრძოლი მწვალებლობა დაგმობილ იქნა.
როგორც საღვთო წერილის მცოდნე, ნიკიფორე მართლმადიდებლობის დასაცავად გამოვიდა, რითაც უდიდესი დახმარება გაუწია კრების მონაწილე წმიდა ბერებს. ხატმბრძოლი მწვალებლობის მიმდევარი იმპერატორის ლევ მეხუთე სომეხის გამეფების შემდეგ კვლავ დაიწყო დევნის ხანა. წმიდა ნიკიფორე თავიდან ქრისოპოლის მონასტერში გადაასახლეს, ხოლო შემდეგ _ კუნძულ პროკონისზე. 828 წელს იგი გარდაიცვალა.
დაიბადნენ:
1606 — რემბრანტ ჰარმენს ვან რეინი, ფერმწერი.
1760 _ იულონ ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე, 1804 წლის მთიულეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1827 წელს. Õ
1843 — ედვარდ გრიგი, ნორვეგიელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი.
1867 — კონსტანტინ ბალმონტი, რუსი პოეტი-სიმბოლისტი. გარდაიცვალა 1942 წელს.
1926 _ ზურაბ ლაფერაძე, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი.
1933 - ბორის წიფურია, ქართველი მსახიობი.
1969 _ ირმა ნიორაძე, ცნობილი ქართველი ბალერინა.
გარდაიცვალნენ:
1844 — ტომას კემპბელი, შოტლანდიელი პოეტი.
1849 — ჯეიმზ ნოქს პოლკი, აშშ-ს მე-11 პრეზიდენტი.
მოვლენები:
ჩვ.წ-აღ-მდე 763 წელი — პირველად აღწერეს მზის დაბნელება ნინევიაში (ასირია).
1520 წელი — პაპმა ლეო X ეკლესიიდან მოკვეთა რეფორმატორი მარტინ ლუთერი.
1836 წელი — არკანზასი აშშ-ს 25-ე შტატი გახდა.
1919 წელი — ინგლისელი ავიატორები ჯონ უილიამ ელკოკი და არტურ ბრაუნი კომპანია „ვიკერსის“ თვითმფრინავით ირლანდიაში დაეშვნენ. მათ დაასრულეს ფრენა, რომელიც კანადის კუნძულ ნიუფანდლენდიდან დაიწყეს. მათ გადაუფრინეს ატლანტიკის ოკეანეს, რომელსაც 16 სთ და 27 წთ მოანდომეს.
1924 წელი — ფედერალური გამოძიების ბიუროს უფროსად დაინიშნა ედგარ გუვერი.
1994 წელი — ვატიკანმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს.
ღირსსახსოვარი დღეები:
აზერბაიჯანი - ნაციონალური გადარჩენის დღე
დანია - მეფე ველდემარ II-ის და დანიის დროშის დღე
კოსტა - რიკა - ხის დარგვის დღე
ყირგიზეთი - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაკის დღე.
სამხრეთ კორეა - სოფლის მეურნეობის დღე
იაპონია - ფესტივალი „სანო მაცუი“