სამართალი
    2026-06-15 | 14:28

    ადვოკატი შოთა თუთბერიძე სოციალურ ქსელში კომენტარის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

    ადვოკატი შოთა თუთბერიძე სოციალურ ქსელში კომენტარის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის მიმართ, სოციალურ ქსელში კომენტარის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    სასამართლოში თუთბერიძის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა.

    ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივნისს ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ეხება პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით კანადაში ყოფნას. პოსტის კომენტარებში შოთა თუთბერიძემ დაწერა: "მანდაც დედის ტრ**ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?"

    საქმის წარმოება შსს-ის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ" დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს გულისხმობს.