ანონსი - 16 ივნისი
11:00 საათზე, „ძლიერი საქართველო ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილი ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ქართული ოცნება“ აგრძელებს სოციალური დახმარების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას;
სისტემა, რომელიც სიღარიბის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს, რეალურად მოქალაქეებზე კონტროლისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად არის ქცეული.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირების, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.