საზოგადოება
    2026-06-17 | 05:26

    დღის კალენდარი _ 17 ივნისი

    დღის კალენდარი _ 17 ივნისი

    წლის 168-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 197 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მიტროფანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (დაახლ. 326); მოწამეთა: ფრონტასისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I) ; მოწამისა  კონკორდისა (დაახლ. 175); მღვდელმოწამისა ასტისა, დურაჰის  ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ეგვპიტის ბაბილონელი  ეპისკოპოსისა ( VI); წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მართასი და მარიამისი, მართალ ლაზარეს დათა.

    დაიბადნენ:

    1818 – შარლ გუნო, ფრანგი კოპოზიტორი. გარდაიცვალა 1884 წელს.

    1876 – ალექსანდრე ალადაშვილი, გამოჩენილი ექიმი-თერაპევტი. გარდაიცვალა 1950 წელს.

    1882 – იგორ სტრავინსკი, რუსი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1971 წელს.

    1911 – ვიქტორ ნეკრასოვი, რუსი ემიგრანტი მწერალი. გარდაიცვალა 1987 წელს.

    1929 – ტიგრან პეტროსიანი, ჭადრაკში მე-9 მსოფლიო ჩემპიონი. გარდაიცვალა 1984 წელს.

    1932 – თენგიზ ჯაფარიძე, მხატვარი.

    გარდაიცვალნენ:

    1953 – მოსე თოიძე, ცნობილი მხატვარი.

    1958 – იმრე ნადი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით სიკვდილით დასაჯეს როგორც უნგრეთის 1956 წლის აჯანყების მონაწილე.

    მოვლენები:

    1856 – ფილადელფიაში გაიხსნა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის პირველი სხდომა.

    1885 – ნიუ-იორკს მიადგა ფრანგული გემი `Iსერე”, რომელმაც აშშ-სთვის ფრანგი ხალხის საჩუქარი — თავისუფლების ქანდაკება ჩაიტანა.

    1940 – ლატვიაში და ესტონეთში შევიდნენ საბჭოთა ჯარები.

    1944 – ისლანდია გამოცხადდა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

    1982 – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა  საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.

    2004 – მწერალ დავით ტურაშვილის თაოსნობით სათავე დაედო `ვეფხისტყაოსნის~ საჯარო კითხვას.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    გვალვისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

    ისლანდია – რესპუბლიკის დღე

    აშშ, კანადა, ნიდერლანდები, არგენტინა – მამების დღე

    რუმინეთი _ ეროვნული ავიაციის დღე

    სომხეთი - ავიაციის დღე

    საბერძნეთი - წყვილების დღე

    ინდონეზია - ბავშვების დღე

    ყირგიზეთი - წყლის მეურნეობის მშრომელთა დღე