სამართალი
2026-06-17 | 11:32
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „მეთადონი“ და „ალფა-პვპ““, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
2026-09-14 | 11:29
ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს2026-09-11 | 18:27
გიორგი ბარამიძე დააკავეს2026-09-11 | 11:31
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს