“ჩერგო” ჩემი ფავორიტია - არმია არ ჰყავს, მაგრამ მაინც მებრძოლია... გიჟების დოღია, მეტი არაფერი, “გიჟები” “კაი” გაგებით ვამბობ, პოლიტიკურად გიჟები არიან - ირაკლი ზარქუა
“ქართულ ოპოზიციაში ჩვეულებრივად აჯაფსანდალია შექმნილი. მე უფრო თინა ბოკუჩავას საკითხი მაინტერესებს - ის მართლა თავმჯდომარეა თუ პოსტიდან სააკაშვილმა გადააყენა და ნანულის დაუთმო ასპარეზი?! ნანული ახლა დასასვენებლად არის და ჯერ არ სცალია. ცოტა ხანში პოლიტიკაში შემოვა. ნანული ამბობს, დიახ, შემომთავაზესო, ბოკუჩავა ამბობს, არ მჯერა ამ თემისო. ჩამოყალიბდებიან და ამის შემდეგ უფრო მოგვეცემა საშუალება, ღიად ვისაუბროთ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ?! ქაოსი, არეულობა აქვთ. ფანჩატური 3 თუ 4 არიან, რა დავარქვა, აღარ ვიცი. რატომ არ შედგა ფანჩატურის აღზევება?! იმიტომ, რომ ფანჩატური იყო. მერე რა, რომ ახლა ოთახში სხედან, ისევ “ფანჩატური 3”-ია, იმიტომ რომ უცხოეთიდან ერთი დაკვეთა იყო და ვერ გათვალეს, რომ ქართველები სამხრეთელები ვართ, ემოციურები ვართ და არ გავუტარებთ. ერთმანეთში ბელადობა აქვთ. მერე რა, რომ სააკაშვილი ჩამოწერეს, ის მაინც იბრძვის. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი მართალია, იმიტომ, რომ თუ ოპოზიციაში მხარდამჭერები ვინმეს შემორჩა, ალბათ, უფრო სააკაშვილის გზააბნეული მეხოტბეები არიან.
“ჩერგო” ჩემი ფავორიტია - არმია არ ჰყავს, მაგრამ მაინც მებრძოლია. იმხელა ამბიცია აქვთ, ამხელა დასაყრდენი, ზურგის სახით, საზოგადოებაში არ ჰყავს და “სიდან” ეს ამბიცია, ვერ გეტყვით. არ ვიცი, “ჩერგოა” და მიუშვით. გიჟების დოღია, მეტი არაფერი. ვინ გაიმარჯვებს ამ გიჟების დოღში, ვნახოთ. “გიჟები” “კაი” გაგებით ვამბობ, პოლიტიკურად გიჟები არიან,” - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.