როგორც კი საქმე ეხება მის პერსონალურ ფინანსურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა ივანიშვილი იმ წუთში იცვლის ფერს და ზნეს - გრიგოლ გეგელია
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ პერსონალური ფინანსური მდგომარეობა ადარდებს.
“ქოცები ვერ ლაგდებიან ქოცურ ფასად, მათ ცადეს როგორც ამერიკასთან, ასევე ევროპასთან ქოცურ ფასად, ანუ უმოქმედობის პირობებში დალაგება. ეს რა თქმა უნდა არ გამოვიდა იმიტომ, რომ არავის არ აინტერესებს ქოცებთან ნორმალიზება, თუ ქოცები არაფერს არ გააკეთებენ საამისოდ. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის ძალიან დიდ შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაკარგავს საკუთარ სახსრებს, შიშს, რომ ბრიტანეთის და აშშ-ის კვალდაკვალ უკვე ევროპული კავშირიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შრის ფინანსური მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი რამ, რაც ამ ადამიანს აინტერესებს ცოტა მაინც, ეს არის მისი პერსონალური ფინანსური მდგომარეობა. როგორც კი საქმე ეხება მის პერსონალურ ფინანსურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა ივანიშვილი იმ წუთში იცვლის ფერს და ზნეს [შიფრი ტვპირელი]" , - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.