კომენტარი
    2026-06-18 | 10:15

    ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლეს მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა

    ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლეს მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა

    ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას, როგორც აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას შეეხებოდა.

    "მოსამართლეს აქვს პოზიტიური ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელცი უფლებას უნდა იცავდეს ბრალდებულისას, არა მარტო მის გასამართლებას ისმენდეს, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგროც კი ეჭვი აღიძრება. მისი [ელენე ხოშტარიას] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი და შეუძლებელია მისი მკურნალობის გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე. ამაში გვინდოდა მოსამართლის ჩარევა, დღევანდელი სხდომის გადადებასაც კი არ ვითხოვდით. პენიტენციურის უმოქმედობა გაგრძელდა მოსამართლის უმოქმედობით. არ მაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განვახორციელოო. რომ გესმოდეთ თქვენ თვითონ - მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა.

    პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ამით, თუმცა მათთვის პასუხი, რომელიც პენიტენციურმა გასცა, საკმარისია.  უნდა ველოდოთ [საპროტესტო აქციებს]. სადღაც წავიკითხე, ვიღაცამ თქვა, ალბათ პრეზიდენტთან მისვლას აპირებენ შეწყალებისთვისო - ეს ისეთი აბსურდია, რომ იმის იქით არაფერი არ არის. ჯერ ელენეს პოზიციაა აქ ცნობილი და მერე ჩვენიც. ეს გამორიცხულია.", - განაცხადა გვარამიამ.

    მსგავსი სტატიები