პოლიტიკა
2026-06-18 | 10:28
რეზოლუციის ნაწილი იკითხება, როგორც რევოლუციური სცენარის ახალი მიმართულება, რადგან ძველმა ვერცერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა - გია ვოლსკი
რეზოლუციის ნაწილი იკითხება, როგორც რევოლუციური სცენარის ახალი მიმართულება, რადგან ძველმა ვერცერთმა მიმართულებამ ვერ გაამართლა. უნდა დაისაჯოს ყველა ის, ვისაც არ უნდა, მარტა კოსის, კუბილიუსის თუ იუკნევიჩიანეს მითითებებს დაუჯეროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. რუსთაველის გამზირზე ამაზე ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობდნენ. რეზოლუციით, მათი მიზანი დაპირისპირების სცენარის განვითარებაა, მაგრამ ახლა ამას უკვე დახვეწილი წესით და ფორმით აკეთებენ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანების სეგრეგაციას, არამედ დაპირისპირების ახალი ფორმატების შექმნას“, – განაცხადა ვოლსკიმ.