მსოფლიო
2026-06-18 | 12:10
ახლა, როდესაც იცით, რა ხდება, ჰკითხეთ პუტინს, როდის აპირებს ამის შეჩერებას - ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა 18 ივნისის ღამეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთზე უკრაინული დრონების მასირებულ თავდასხმებზე წერს:
„ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კითხვა, რომელსაც მოსკოველები დღეს დილით სვამენ, არის: „რა ხდება?“
შემიძლია ვუპასუხო. თქვენმა ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ის წლების განმავლობაში კლავდა ჩვენს ხალხს.
ახლა, როდესაც იცით, რა ხდება, ჰკითხეთ პუტინს, როდის აპირებს ამის შეჩერებას“, - წერს ანდრეი სიბიგა.
მსგავსი სტატიები