სამართალი
    2026-06-19 | 09:08

    4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

    4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

    4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები – გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

    აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    სხდომათა დარბაზში დააკავეს მანამდე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

    რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მას პატიმრობის ვადად სამი წელი განესაზღვრა. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი კი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

    ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
    საერთო ჯამში საპროცესო შეთანხმება 64 პირიდან 22 პირს უკვე გაუფორმდა.