კომენტარი
    2026-06-19 | 11:49

    მინდა ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო - კახა კალაძე  

    მინდა ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო - კახა კალაძე  

    მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.  

     „დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე”,- აღნიშნა კალაძემ.

    კახი კალაძეს არ პასუხობს კითხვას, უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ მის ბანერზე ფლომასტერით დატოვებული წარწერის გამო, ქალი პოლიტიკოსი ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესებული.

    შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

    მსგავსი სტატიები