სამართალი
    2026-06-22 | 08:46

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა.

    კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს, თითოეულს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

    ისინი ბრალდებული იყვნენ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო. მათგან ექვს პირს — გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძესა და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.