„ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ - თენგიზ შარმანაშვილი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ. რის გამოც ამბობენ, რომ „ოპოზიციურ ალიანსში“ არ უნდა შესულიყვნენ, ეს კრიტერიუმები არც ახლა აკმაყოფილებს და მაინც აცხადებენ, რომ ალიანსიდან არ უნდა გამოვიდნენ. მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ. თან ამ ადამიანებს მძიმე წარსული აქვთ, ქართულ პოლიტიკაში ვერ გადარჩებიან. ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ? – პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს და ვერც მომავალში გააკეთებს. როგორ შეიძლება, მისი გეგმები სერიოზულად აღიქვა?“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.