გულწრფელად გეტყვით, საერთოდ ფეხებზე მკიდია, ესენი დამიჭერენ თუ არა - ნიკა გვარამია
გულწრფელად გეტყვით, საერთოდ ფეხებზე მკიდია, ესენი დამიჭერენ თუ არა, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„სადაც ორი ქალია ციხეში, ერთი დააბრმავეს და მეორე ვერ გადაადგილდება, მზია ამაღლობელზე და ელენე ხოშტარიაზე ვამბობ, ოთხი შვილის დედაა ხოშტარია, მე მგონი მესამე ქალს კიდევ იჭერენ - მარიამ მეყანწიშვილს, ერთი შვილის დედას; სადაც ციხეში უშვებენ ქალებს, იქ კაცები რომ დაგვიჭირონ, არაუშავს, გადავიტანთ. სამარცხვინოა ის, რაც ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ „ქოცობა". რაც შეეხება პროცესებს, არ ვრჩები ხოლმე, ჩემზე მოწმე საქმეში არ ჰყავთ, არ ვიცი, რას ვუსმინო, რას დაველოდო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს",- განაცხადა გვარამიამ.