პოლიტიკა
    2026-06-23 | 15:56

    დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია და მას მკაფიოდ უნდა მიექცეს ყურადღება - ალან ბერსე

    დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია და მას მკაფიოდ უნდა მიექცეს ყურადღება - ალან ბერსე

    დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია,- ამის შესახებ  ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა. 

    მისი თქმით, სრულიად მიუღებელია სამოქალაქო სივრცის შემცირება, ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა და ძალადობაზე ნაკლები ანგარიშვალდებულება. 

    “მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ასამბლეის მუშაობას საქართველოზე, მათ შორის წინა რეზოლუციებს, მათ შორის მოხსენებას, რომელიც განიხილება ამ კვირაში.

    ჩვენ ვხედავთ და თვალს ვუსწორებთ ერთსა და იმავე რეალობას. დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია და მას მკაფიოდ უნდა მიექცეს ყურადღება.

    სამოქალაქო სივრცის შემცირება, ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა. ასევე ძალადობაზე ნაკლები ანგარიშვალდებულება - ეს სრულიად მიუღებელია.

    მე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას ამ კვირაში და არსებული შეშფოთებები ისევ არსებობს. ჩემთვის მარტივია ზოგიერთი ინსტრუმენტის გამოყენება, მაგრამ გვჭირდება დარწმუნება, რომ იქნება პროგრესი.

    მე კვლავ ჩართული ვრჩები ყველა დონეზე და, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დიალოგი, ჩემთვის, ვერ იქნება თვითმიზანი. ეს არის ნათელი.

    კითხვაა: როდის, როგორ და რა ეფექტით. არა მხოლოდ როდის და როგორ, არამედ რა ეფექტით, რა შედეგით. ეს არის დისკუსიის მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს ნათლად განვუცხადე ირაკლი კობახიძეს ერევანში. და ასევე ვთხოვე ჩემს გუნდს ემუშავათ სიტუაციის მონიტორინგისთვის", - თქვა ალან ბერსემ. 

    წყარო

    მსგავსი სტატიები