საზოგადოება
    2026-06-24 | 05:19

    ანონსი - 24 ივნისი

    ანონსი - 24 ივნისი

    10:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმარფთება.

    პირველი რესპუბლიკის დარბაზი

    (C კორპუსი, III სართული)

    10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძის და კიდევ 11 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

    10:45 საათზე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

    კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

    (C კორპუსი, VI სართული)

    11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

    ილია ჭავჭავაძის დარბაზი

    (C კორპუსი, V სართული)

    11:20 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიართება.

    კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

    (C კორპუსი, V სართული)

    11:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

    დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

    12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

    პლენარულ სხდომათა დარბაზი

    12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნანა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 2 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

    12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.