სამართალი
2026-06-24 | 10:30
კახა მურადაშვილი გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.
კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
მსგავსი სტატიები
2026-09-14 | 11:29
ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს2026-09-11 | 18:27
გიორგი ბარამიძე დააკავეს2026-09-11 | 11:31
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს