პოლიტიკა
    2026-06-25 | 07:54

    დასავლეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა - დიმიტრი მედვედევი

    დასავლეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა - დიმიტრი მედვედევი

    რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლურმა ქვეყნებმა 2008 წელს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს, თუმცა ამ კონფლიქტით „სისხლის წყურვილი“ ვერ დაიკმაყოფილეს და საკუთარი შეცდომები  გაითვალისწინეს.

    მედვედევმა აღნიშნული განცხადება სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გააკეთა.

    მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ „მარიონეტული რეჟიმები“ გამოიყენეს და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა. მედვედევის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველომ „აგრესია განახორციელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ“, რის შემდეგაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „სამშვიდობო ოპერაცია“ ჩაატარეს და სისხლისღვრა შეაჩერეს.

    „უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ ევროპა და შეერთებული შტატები გონივრულად მოიქცნენ და კონფლიქტში არ ჩაერთნენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, ცუდ მშვიდობაზე შევთანხმდით. მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მხარემ თავისი სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა და საკუთარი The West Could Not Satisfy Its “Bloodlust” with the 2008 Russo-Georgian War - Dmitry Medvedevშეცდომები  გაითვალისწინა“, – განაცხადა მედვედევმა.

    მსგავსი სტატიები