პოლიტიკა
2026-06-30 | 13:17
მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმსა და მეშჰედში გაიმართება.
ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება. თეირანში, ყუმსა და ერაყში ცერემონიების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.
მსგავსი სტატიები