სამართალი
    2026-06-30 | 13:34

    პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართა

    პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართა

    ორგანიზებული დანაშაული ჩვენზე განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ- მინისტრს და მის არაკომპეტენტურ სამთავრობო გუნდს არ ჰქონდა პასუხები არც ერთ იმ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ დავსვით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პროკურატურასთან განაცხადა.

    მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო თავდასხმას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გამოძიება კვლავაც არ დაწყებულა“.

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები უწყებას წერილობით მიმართავენ, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყოს.

    ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.