პოლიტიკა
    2026-07-02 | 11:43

    რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის, რასაც ნორმალური ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს - გრიგოლ გეგელია

    რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის, რასაც ნორმალური ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს - გრიგოლ გეგელია

    იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

    მისი თქმით, „რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის, რასაც ნორმალური ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს“.

    „ეს არის პოლიტიკური შიზოფრენიის, არათანმიმდევრულობის და ძალიან დიდი გაურკვევლობის გამოხატულება, რაც თხემით ტერფამდე ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს ახასიათებს“, - თქვა გრიგოლ გეგელიამ.

     

    მსგავსი სტატიები