საზოგადოება
    2026-07-10 | 06:49

    ვარ მხნედ, ჯანმრთელად და სადაც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში, ვარ პროფესიონალი ექიმი - გიორგი ჩახუნაშვილი

    ვარ მხნედ, ჯანმრთელად და სადაც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში, ვარ პროფესიონალი ექიმი - გიორგი ჩახუნაშვილი

    პატიმრობაში მყოფ აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი გლდანის ციხიდან წერილს აგზავნის.

    “მოკითხვა გლდანის ციხიდან D-3 საკანი.

    ამ წუთში გამოვიარე ციხის "კორიდორი".
    საფიქრალი ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი
    გარეთ და ციხეში, ჩემი თანამოაზრეების და
    პატიოსანი, პროფესიონალი, მამულიშვილი საზოგადოების ჯანმრთელობა.

    მე მინდა გითხრათ, ვარ მხნედ, ჯანმრთელად
    და სადაც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში, ვარ პროფესიონალი ექიმი (აქაც უკვე რამდენიმე "პაციენტს" გავუწიე შესაბამისი დახმარება). მიყვარდა საქართველო, ეხლაც მიყვარს და მუდმივად მეყვარება! 

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ასეთი
    გულშემატკივრები მყავს, "გარეთ" და "ციხეში".
    მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის 
    კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი
    წარმატებული სამშობლოს განთიადის.

    სიყვარულით

    გ. ჩახუნაშვილი 

    08.07.2026.”