გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა, გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი - თენგიზ შარმანაშვილი
თქვენ წარმოიდგენთ იმდენად კომიკურია ეს სცენარი, რომ ჯერ თვითონ [სააკაშვილმა] დაასახელა, ჟორჟოლიანი უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარეო. მერე რამ შეაშინა კაცმა არ იცის და იფიქრა, ეს პრობლემა არ გახდეს ჩემთვისო. მერე მოიგონა მისივე პარტიის წესდებიდან და კანონიდან გაუთვალისწინებელი რეფორმების საბჭო, სადაც სურს, საკუთარი თავი თავმჯდომარედ დაინიშნოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა. გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შეგიძლიათ დასხდეთ ტელევიზორთან და ძალიან მშვენიერ კომიკურ სცენარებს გვთავაზობენ. თქვენ წარმოიდგენთ იმდენად კომიკურია ეს სცენარი, რომ ჯერ თვითონ [სააკაშვილმა] დაასახელა, ჟორჟოლიანი უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარეო. მერე რამ შეაშინა კაცმა არ იცის და იფიქრა, ეს პრობლემა არ გახდეს ჩემთვისო. მერე მოიგონა მისივე პარტიის წესდებიდან და კანონიდან გაუთვალისწინებელი რეფორმების საბჭო, სადაც სურს, საკუთარი თავი თავმჯდომარედ დაინიშნოს. ის არის პატიმარი, თან უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე ადამიანი, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ აქ რაიმე პოლიტიკური საქმიანობა გასწიოს. ჟორჟოლიანს მდივნობა შესთავაზა თუ რაღაც. აბა, ახლა როგორ გელაპარაკოთ ამ თემაზე სერიოზულად?! ძალიან გულით მინდა რომ გელაპარაკოთ, მაგრამ არ გამოდის. ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა. რატომ აკეთებენ მათ ჰკითხეთ, არ ვიცი,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „გეგმაა, გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ეს იყოს სოციალური თემატიკა, ახალგაზრდების თემა და იყოს რეგიონული გმირების შექმნა, უფრო სწორად, პოვნა. მთელი ეს პერიოდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე“.