საზოგადოება
    2026-07-14 | 06:07

    დღის კალენდარი -14 ივლისი

    დღის კალენდარი -14 ივლისი

    წლის 195-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 170 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება წმიდა ნერსე მთავარეპისკოპოსისა. წმიდა და საკვირველმოქმედთა უვერცხლოთა კოზმა და დამიანესი — რომსა შიდა წამებულთა (284); წმიდა მოწამე პოტიტე ყრმისა (I), ღირსი პეტრე პატრიკყოფილისა (854);  ნერსე სომხეთის მთავარეპისკოპოსისა (V).

    დაიბადნენ:

    1602 – ჯულიო მაზარინი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, კარდინალი. გარდაიცვალა 1661 წელს.

    1743 – გავრილ დერჟავინი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1816 წელს.

    1861 – ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი), დიდი ქართველი მწერალი. გარდაიცვალა 1915 წელს.

    1888 _ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ეროვნული გმირი, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. გარდაიცვალა 1930 წელს.

    1896 – დავით წერეთელი, ქართველი ფერმწერი. გარდაიცვალა 1980 წელს.

    1903 – ირვინგ სტოუნი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1989 წელს.

    1913 – ჯერალდ ფორდი, აშშ-ს 38-ე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1974 წელს.

    1918 – ინგმარ ბერგმანი, შვედი კინორეჟისორი.

    1919 – ლინო ვენტურა, ფრანგი კინომსახიობი. გარდაიცვალა 1987 წელს.

    1928 – ნოდარ დუმბაძე, გამოჩენილი ქართველი მწერალი. გარდაიცვალა 1984 წელს.

    1942 – ხავიერ სოლანა, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

    გარდაიცვალნენ:

    1927 – ოგუსტენ ჟან ფრენელი, ფრანგი ფიზიკოსი, ტალღური ოპტიკის შემქმნელი. დაიბადა 1788 წელს.

    1910 – მარიუს პეტიპა, ცნობილი ქორეოგრაფი. დაიბადა 1818 წელს.

    1968 – კონსტანტინ პაუსტოვსკი, რუსი მწერალი. დაიბადა 1892 წელს.

    1976 – ნიკოლაი ეკი (ივაკინი), პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმების რეჟისორი. დაიბადა 1902 წელს.

    2002 – იუსუფ კარში, ცნობილი ფოტოგრაფ-პორტრეტისტი, თავისი დროის ყველაზე გამოჩენილი ადამიანების ფოტოსურათების ავტორი. დაიბადა 1909 წელს.

    2011 - ოტია იოსელიანი, ქართველი მწერალი.

    მოვლენები:

    1099 წელი – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა დაიპყრეს იერუსალიმი და ამოხოცეს ყველა მუსლიმი და ებრაელი.

    1789 წელი – საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული — ტირანიის სიმბოლოს — ბასტილიის ციხე-სიმაგრის აღების დღე. დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია.

    1941 წელი – საბჭოთა ჯარებმა დნეპრის ნაპირას, ორშასთან, პირველად გამოიყენეს სარაკეტო დანადგარი „კატიუშა“.

    1946_ პირველად გამოქვეყნდა ბენჯამენ სპოკის წიგნი ”ბავშვი და მისი” მოვლა.

    1960 – ამ დღეს ვინმე მინიბაევმა ლენინის მავზოლეუმში წიხლი ჩაარტყა ბელადის სარკოფაგს და მინა ჩაამსხვრია

    1969 – სალვადორსა და ჰონდურასს შორის დაიწყო ”ფეხბურთის ომი”. Oმის საბაბი გახდა ჰონდურასის უკმაყოფილება მოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მსაჯობით.

    1990 წელი – კანადის ქალაქ ოლივერის როტარი — კლუბის წევრებმა გამოაცხვეს ალუბლის პეროგი, რომლის დიამეტრი იყო 6.1 მეტრი, წონა — 17.7 ტონა, მის გამოსაცხობად დაიხარჯა 16.69 ტონა ალუბალი. ეს მიღწევა შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    საფრანგეთი – ბასტილიის აღების დღე.

    მსგავსი სტატიები