სამართალი
2026-07-14 | 09:06
სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ დავის საგანი ის რეპორტაჟია, რომელსაც მოსარჩელე მხარე ცრუ დასმენად და ცილისწამებად აფასებს. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაინდრავა, კორუფციისა და ქვეყანაში მოქალაქეების უკანონო შემოყვანის სავარაუდო სქემაში ფიგურირებს.
ეს სარჩელი უკვე შეფასდა საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობად. ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ აღნიშნულ საქმეზე განგაშის სიგნალიც აამოქმედა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
2026-07-14 | 08:22
უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს2026-07-14 | 07:59
სუს-მა კორუფციის ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 28 პირი2026-07-13 | 13:31
ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა